საფრანგეთში კორონავირუსით პირველი ფეხბურთელი დაავადდა
საფრანგეთში კორონავირუსით პირველი ფეხბურთელი დაავადდა

საფრანგეთში ფეხბურთელის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საფეხბურთო კლუბმა „ტრუამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს.

კლუბში არ დაუკონკრეტებიათ ფეხბურთელის გვარი, მაგრამ გაზეთ „ეკიპის“ მონაცემებით, ეს არის სამხრეთკორეელი ფორვარდი ჰენ-ჟუნ სუკი.

კიდევ ერთი დაინფიცირებული გახდა „ტრუას“ სასწავლო ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომელი. კლუბში აღნიშნეს, რომ ორივეს ყურადღებით აკვირდებიან ექიმები.

პარასკევს, საფრანგეთში გაურკვეველი ვადით შეწყდა ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის გათამაშებები.