საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22:55, 25.02.2020

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში დაადასტურეს. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს ახალგაზრდა ჩინელ ქალს, რომელიც ჩინეთიდან 7 თებერვალს დაბრუნდა და ასევე, იტალიიდან ახლახან დაბრუნებულ ფრანგ მამაკაცს. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩინელი ქალი პარიზში იმყოფება, ხოლო მამაკაცი ოვერნის რეგიონში.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა, 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთ კი დაიღუპა.

მსგავსი