საფრანგეთში, იზოლაციის წესის დარღვევისთვის ერთ დღეში ოთხი ათასი ადამიანი დაჯარიმდა
საფრანგეთში, იზოლაციის წესის დარღვევისთვის ერთ დღეში ოთხი ათასი ადამიანი დაჯარიმდა

საფრანგეთის პოლიციამ მხოლოდ ერთ დღეში იზოლაციის დაღვევის გამო ოთხი ათასი ადამიანი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ ადამიანებმა მთავრობის მიერ სახლში დარჩენასთან დაკავშირებით შემოღებული წესები დაარღვიეს.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფერ კასტანერმა განაცხადა, აღნიშნული წესების დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებული ჯარიმა გაიზრდება და შესაძლოა, 375 ევრო გახდეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 9 134 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 264 ადამიანი.

დატოვე კომენტარი