საფრანგეთში „ფლიქსბასის“ ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა
საფრანგეთში „ფლიქსბასის“ ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა

საფრანგეთში კომპანია „ფლიქსბასის“ ავტობუსმა კატასტროფა განიცადა. ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ავტობუსში საფრანგეთის, რუსეთის, ირლანდიისა და ესპანეთის მოქალაქეები ისხდნენ. დაშავებულია 29 ადამიანი. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებს კი მსუბუქი მოტეხილობები აქვთ.

ინციდენტი სომას დეპარტამენტთან ახლოს მოხდა. ავტოკატასტროფის მიზეზად სველი ასფალტი სახელდება.

დატოვე კომენტარი