საფრანგეთში ერთმა გუნდმა ზედიზედ ექვსი პენალტი ააცილა
საფრანგეთში ერთმა გუნდმა ზედიზედ ექვსი პენალტი ააცილა

მიმდინარე სეზონის ყველაზე უიღბლო გუნდად თამამად შეიძლება მოინათლოს საფრანგეთის მესამე დივიზიონში მოთამაშე „გრენობლი“. მან ზედიზედ ექვსი პენალტის გაფუჭება მოახერხა.

გუნდის წარუმატებელი სერია 26 აგვისტოს დაიწყო. ჩემპიონატის პირველ ტურში „გრენობლმა“ პენალტის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე ტურში ისტორია განმეორდა და 2017 წლის მიწურულს გუნდს უკვე ექვსი გამოუყენებელი 11-მეტრიანი ჰქონდა დაგროვილი.

საინტერესოა, რომ ეს ექვსი პენალტი ხუთმა სხვადასხვა ფეხბურთელმა შეასრულა.

ამგვარი უიღბლობის მიუხედავად, „გრენობლი“ საფრანგეთის რანგით მესამე ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფება.