საფრანგეთში ელექტრონული სკუტერებით გადაადგილების წესებს ამკაცრებენ
საფრანგეთში ელექტრონული სკუტერებით გადაადგილების წესებს ამკაცრებენ

საფრანგეთში ელექტრონული თვითმგორავებით (სკუტერებით) გადაადგილების წესებს ამკაცრებენ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, დღეიდან ელექტრონული თვითმგორავების მართვა მხოლოდ 12 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შეეძლებათ. ამასთან, იკრძალება თვითმგორავებით ტროტუარებზე გადაადგილებაც. ერთი თვითმგორავით მგზავრობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლება. ამასთან, მანქანების მოძრაობის საპირისპიროდ სიარული დაუშვებელია. სოფლის გზებზე კი ელექტრონული თვითმგორავების გამოყენება საერთოდ აკრძალული იქნება.

ახალი წესების მიხედვით, მომავალი წლის ივლისისთვის ელექტრონული თვითმგორავების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ იქნება. დღეს თვითმგორავების ნაწილი 50 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს ჯარიმის სახით 135-და 1500 ევრომდე თანხის გადახდა მოუწევს.

თვითმგორავებით გადაადგილებაზე შეზღუდვები მასე შემდეგ დააწესეს, რაც გასულ კვირას ქალაქ ბორდოში მანქანასთან შეჯახების დროს 25 წლის მამაკაცი დაიღუპა და ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა.

მთელ საფრანგეთში ელექტრონული თვითმგორვებით გადაადგილების დროს უბედურ შემთხვევებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.