საფრანგეთში ჟან-ბატისტ კოლბერის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს [ვიდეო]

საფრანგეთში ფრანგი სახელმწიფო მოღვაწის, ჟან-ბატისტ კოლბერის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეროვნული კრების შენობასთან მდგარ ძეგლს წითელი საღებავით „ნეგროფობი“ დააწერეს.

სააგენტო „ლე პოინტი“ წერს, რომ ბოროტმოქმედი პოლიციამ დააკავა.

ფრანგული მედიის ცნობით, კოლბერი იყო ეგრეთ წოდებული შავი კოდექსის ერთ-ერთი ავტორი, რომლითაც საფრანგეთის კოლონიებში მონობის რეგულირება ხდებოდა.

რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კოლბერის ძეგლის შეღებვა არაერთხელ სცადეს. ფრანგი პოლიტიკოსის ძეგლი პარიზის მერიის თანამშრომლებმა გაწმინდეს.

ჟან-ბატისტ კოლბერი მეფე ლუი XIV-ს ფინანსთა მინისტრი იყო, რომლის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება უკავშირდება.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.