საფრანგეთში, დემონსტრაციაზე არეულობის დროს სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს
საფრანგეთში, დემონსტრაციაზე არეულობის დროს სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს

საფრანგეთში დემონსტრაციაზე მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილია, შავ სამოსში გამოწყობილი რამდენიმე პირი მშვიდობიან დემონსტრაციაზე არეულობის მოწყობას ცდილობდა. პოლიციამ მათ გასანეიტრალებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საფრანგეთის დედაქალაქში პროფკავშირების ორგანიზებით, მთავრობის სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. მონპარნასის ბულვართან სტუდენტები, პენსიონრები, რკინიგზის თანამშრომლები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ფოსტალიონები და მასწავლებლები შეიკრიბნენ. მათ ანაზღაურების გაზრდა და თანამშრომელთა შორის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მოითხოვეს.

იგივე მოთხოვნით დემონსტრაციები საფრანგეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა.