საფრანგეთში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „მეცი“ კონკურენტ „ტულუზასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საფრანგეთში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - „მეცი“ კონკურენტ „ტულუზასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ პირველად ითამაშა „მეცში“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში უშუალო კონკურენტ „ტულუზასთან“ 0:1 დამარცხდა.

მე-18 ტურში აუტსაიდერების დაპირისპირება „მეცმა“ საკუთარ სტადიონზე გამართა. „ტულუზა“ მასპინძლებს ორი ქულით ჩამორჩებოდა და ორივე გუნდისთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლების მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი შეუცვლელად ათამაშა.

„ტულუზამ“ მე-10 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც სტუმართა კაპიტანმა, ვინსან სიერომ მოიპოვა, თავადვე დაარტყა და გუნდი დააწინაურა. ტაიმი ასეც დასრულდა. „მეცი“ შესვენების შემდეგ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ 72-ე წუთზე ქართველის გუნდის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ბოლო იმედის ჯარიმისთვის მთავარმა არბიტრმა „მეცის“ მცველს, კრისტოფ ერელეს წითელი ბარათი აჩვენა და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ.

ათი კაცით დარჩენილმა „მეცმა“ ქართველი თავდამსხმელის აქტიურობით მოახერხა და რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მიქაუტაძე ვარდნაში ცდილობდა „ტულუზას“ კარის აღებას, მაგრამ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა. ბოლო წამებზე შორიდან სცადა გატანა და კარს ააცილა.

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 18 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-16 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ამ მოგებით „ტულუზამ“ ერთი ქულით გადაასწრო.