საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის რეიტინგი 37-38 პროცენტამდე გაიზარდა

01:11, 16.10.2026

საფრანგეთში პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის რეიტინგი გაიზარდა. Odoxa-Backbone-ის კვლევის მიხედვით, ლე პენს გამოკითხულთა 37-38 პროცენტი უჭერს მხარს.

ამასთან, ულტრამემარცხენე კანდიდატ ჟან-ლუკ მელანშონის მოწონების რეიტინგი 18 პროცენტია, რაც ორი პუნქტით მეტია მაისში მიღებულ მაჩვენებელზე. მას ედუარ ფილიპი მოჰყვება 17-პროცენტიანი რეიტინგით.

Odoxa-Backbone-ის წინა გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა, მარინ ლე პენი პირველ ტურში ხმების 33-36 პროცენტს მიიღებდა.

გამოკითხვა დისტანციურ რეჟიმში 2026 წლის 24 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. სულ გამოიკითხა 12 005 რესპონდენტი. კვლევის ცდომილების ზღვარი 0.6-დან 1.2 პროცენტამდე მერყეობს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის 18 აპრილს არის დაგეგმილი.

მსგავსი