საფრანგეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც ტყის ხანძარს აქრობდა
საფრანგეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც ტყის ხანძარს აქრობდა

საფრანგეთში, გარის დეპარტამენტში ჩამოვარდა თვითმფრინავი ამფიბია, რომელიც ტყის ხანძარს აქრობდა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის გარდაიცვალა. მაშველები თვითმფრინავის ნამსხვრევებს ეძებენ.

თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, მცირე ზომის იყო და 3,4 ათას ლიტრ წყალს იტევდა.

რამდენიმე დღეა, გარის დეპარტამენტში ტყის ხანძარი მძვინვარებს. სავარაუდოდ, ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

დატოვე კომენტარი