საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა

22:10, 30.03.2020

საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად 418 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 024-ს შეადგენს. საფრანგეთი ჩინეთის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც ვირუსს 3 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულებს, მათი საერთო რაოდენობა საფრანგეთში 44 550-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულების რაოდენობა 11 პროცენტით გაიზარდა.

მსგავსი