საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 10 569 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 453 763 შემთხვევა, მათ შორის 31 585 ლეტალური აღმოჩნდა.