საფრანგეთში აქციის მონაწილეები ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]
საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. ამჟამად მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ქალაქში გამართულ დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მსვლელობისას ვითარება მშვიდობიანი იყო, თუმცა დემონსტრაციის დასრულებისას ძალადობაში გადაიზარდა.
მერიის შენობის წინ მუნიციპალური პოლიციის ავტომობილის დაწვის შემდეგ, ნიღბიანმა პირებმა შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს.
ქალაქში მერიის ისტორიული შენობა 1883 წელს გაიხსნა.