საფრანგეთში აქციაზე, რომელზეც საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ, 227 ადამიანი დაშავდა
საფრანგეთში აქციაზე, რომელზეც საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ, 227 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთში საპროტესტო აქციის დროს მომხდარი შეტაკებისას 227 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველებიც. პოლიციამ 177 ადამიანი დააკავა.

აქციების მონაწილეები ბენზინზე ფასის მატებას აპროტესტებენ. მასში მონაწილეობას 283 ათასი ადამიანი იღებდა. საფრანგეთში ბენზინის ღირებულება პირველი იანვრიდან იზრდება. გაიზრდება დიზელის ფასიც. საფრანგეთში ბენზინის ფასი ერთი წლის განმავლობაში 15 პროცენტით გაიზარდა.