საფრანგეთში ახალი სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება
საფრანგეთში ახალი სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება

საფრანგეთის პროფესიული ლიგის (LFP) ხელმძღვანელობამ დაასახელა 2020-21 წლების სეზონის დაწყების თარიღი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ლიგა 1-ში ახალი სეზონის სტარტი დაგეგმილია 23 აგვისტოს, ლიგა 2-ის – 22 აგვისტოს.

აღნიშნავენ, რომ მატჩების საბოლოო განრიგი 17 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დღეს გაიმართება უეფას შეკრება, რომელზეც დაადგენენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დარჩენილი მატჩების ჩატარების თარიღებს.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, საფრანგეთის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დაასრულეს. ქვეყნის ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ გამოაცხადდა.