საფრანგეთში 5 მაისს ფეხბურთის თამაში აიკრძალა #1TVSPORT

18:28, 16.10.2021

პარასკევს, საფრანგეთში შემოიღეს კანონი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში საფეხბურთო მატჩების 5 მაისს ჩატარებას.

1992 წლის 5 მაისი „შავ დღედ“ არის მიჩნეული ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში. სწორედ ამ დღეს კორსიკაში სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა ჩამოინგრა, რის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 2300-მა ადამიანმა მძიმე ტრავმები მიიღო.

ინციდენტი „ბასტიასა“ და „მარსელს“ შორის საფრანგეთის თასის ნახევარფინილამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. ამ შეხვედრისთვის „ბასტიას“ ხემძღვანელობამ 10-ათასიანი დამატებითი ტრიბუნის აშენება გადაწყვიტა, რათა სტადიონის ტევადობა გაეზარდა. სახელდახელოდ აშენებული ტრიბუნის ზედა ნაწილი თამაშის წინ ჩამოიშალა.

მსგავსი