საფრანგეთსა და გერმანიაში სიცხის გამო ატომურ ელექტროსადგურებს აჩერებენ
საფრანგეთსა და გერმანიაში სიცხის გამო ატომურ ელექტროსადგურებს აჩერებენ

რეკორდული სიცხის გამო, საფრანგეთში ატომურ ელექტროსადგურებს აჩერებენ. როგორც ფრანგული მედია წერს, რეაქტორების გამორთვა აუცილებელი იყო, რათა წყალდამცავებში ტემპერატურა კიდევ უფრო არ გაზრდილიყო. ამჟამად მუშაობა შეჩერებული აქვს სი სენ ალბანის სადგურებს.

სიცხის გამო ატომურ რეაქტორებს ნახევარი სიმძლავრით ამუშავებენ გერმანიაშიც.

პარალელურად, გერმანელი ფერმერები სიცხისა და გვალვისგან განადგურებული მოსავლის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. საუბარია ერთ მილიარდ ევროზე. ფერმერები გაუსაძლისი სიცხის გამო გერმანიაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებას ითხოვენ.

ევროპაში უკვე რამდენიმე დღეა, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა.