საფრანგეთმა წაგებული მატჩი გადაარჩინა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთმა წაგებული მატჩი გადაარჩინა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორე ოვერტაიმი მოიგო და ევრობასკეტის ნახევარფინალში გავიდა. ფრანგებმა თითქმის წაგებული შეხვედრა გადაარჩინეს და 93:85 დაამარცხეს იტალია.

საფრანგეთმა უკეთ დაიწყო შეხვედრა და თავიდანვე კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა – 13:4. ამის შემდეგ, ფრანგებს მესამე მეოთხედის ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან უპირატესობა, მაგრამ ჩააგდეს ამ ათწუთეულის ბოლო წუთები – იტალიამ 10:0 გაქცევა შეძლო და მატჩში პირველად გავიდა წინ.

მეოთხე მეოთხედში უკვე იტალია ლიდერობდა მუდმივად და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან – 77:75-ზე, როცა თამაშის დასრულებამდე 16 წამი რჩებოდა, ფონტეკიომ ორი საჯარიმო ააცილა და ბოლო შეტევაში ერტელმა ანგარიში გაათანაბრა, რითაც შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებითი დროის სტარტზე გუნდებმა თითოჯერ გაცვალეს ლიდერობა, რის შემდეგაც საფრანგეთმა საბოლოოდ მოიპოვა უპირატესობა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

 

საფრანგეთი-იტალია   93:85 (ო)

27:20, 11:11, 18:31, 21:15, 16:8

: იაბუსელე (19), ფურნიე (17), გობერი (17+12 მოხსნა), ტარპი (8+7 მოხსნა), ალბისი (0) – სასტარტო; ერტელი (18+7 პასი), ლუვავუ-კაბარო (13), ფალი (1), მ’ბაიე (0), ოკობო (0), პუარიე (0).

: სპისუ (21), ფონტეკიო (21), მელი (10), პოლონარა (9), ტონუტი (4) – სასტარტო; დატომე (12), მანიონი (4), რიჩი (4), პაიოლა (0), ბილიგა (0).