საფრანგეთმა ნიდერლანდებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, მბაპემ ნაკრებში გოლებით ბენზემას გაუსწრო - ევრო 2024-ის შესარჩევი, B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთმა ნიდერლანდებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა, მბაპემ ნაკრებში გოლებით ბენზემას გაუსწრო - ევრო 2024-ის შესარჩევი, B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 38 გოლი დააგროვა. მან გაუსწრო ქარიმ ბენზემას და საერთო სიაში მე-5 ადგილზე გადავიდა. საუკეთესო ბომბარდირს, ოლივიე ჟირუს 53 გოლი აქვს გატანილი.

* ნიდერლანდები 1919 წელის შემდეგ პირველად იყო 21-ე წუთისთვის 0:3 ჩამორჩენილი.

 

საფრანგეთი-ნიდერლანდები  4:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 უპამეკანო (8), 3:0 მბაპე (21), 4:0 მბაპე (88)

საფრანგეთი: მენიანი, კუნდე, უპამეკანო, კონატე, ტ. ერნანდესი, რაბიო (89. ტურამი), ჩუამენი (76. კამავინგა), კომანი (67. დიაბი), გრიზმანი (77. ფოფანა), მბაპე, კოლო-მუანი (77. ჟირუ).

ნიდერლანდები: სილესენი, ტიმბერი, ვან დეიკი, გერტრუიდა (87. მალასია), აკე, ვეინალდუმი, დე როონი (67. ბლინდი), ტაილორი (33. ვეგჰორსტი), სიმონსი (68. კლაასენი), ბერგჰუისი (68. მალენი), დეპაი.

95-ე წუთზე დეპაიმ პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე)

 

გიბრალტარი-საბერძნეთი        0:3

გოლები: 0:1 მასურასი (11), 0:2 სიოპისი (45), 0:3 ბაკასეტასი (58)