კატარი 2022 | საფრანგეთმა გრიზმანის გაუქმებულ გოლზე ახსნა-განმარტება მოითხოვა #1TVSPORT
კატარი 2022 | საფრანგეთმა გრიზმანის გაუქმებულ გოლზე ახსნა-განმარტება მოითხოვა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 0:1 წააგო ტუნისთან.

შეხვედრის ბოლო წამებზე ფრანგების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა. მსაჯმა ჯერ ჩათვალა გოლი, მაგრამ შეცვალა გადაწყვეტილება ვიდეოგამეორების შემდეგ და ეს საფინალო სასტვენის შემდეგ გააკეთა.

როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, ფიფა-სგან მოითხოვოს ახსნა-განმარტება მომხდართან დაკავშირებით. ამის საბაბია ის ფაქტი, რომ ტუნისის ნაკრებმა გაშვებული გოლის შემდეგ ცენტრიდან გაათამაშა ბურთი, ფიფა-ს წესები კი კრძალავს VAR-ის სისტემის გამოყენებას შეხვედრის გაჩერებისა და განახლების შემდეგ.

მსგავს შემთხვევებში VAR-ის სისტემის გამოყენება ნებადართულია დაუშვებელი საქციელის ან შეურაცხყოფის გამო გადაწყვეტილების მისაღებად.