საფრანგეთმა დუეს დუბლით კოლუმბია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ მოიგო – ბრაზილიის ნაკრების (2:1) დამარცხების შემდეგ დიდიე დეშამის გუნდმა კოლუმბიას 3:1 სძლია.
ფრანგების რიგებში დუბლი შეასრულა დეზირე დუემ (29-ე და 56-ე წუთები). მისთვის ეს სადებიუტო გოლები იყო ეროვნულ გუნდში. კიდევ ერთი გოლი მარკუს ტურამმა (41-ე წუთი) გაიტანა.
კოლუმბიელთა რიგებში ერთადერთი გოლი ხამინტონ კამპასის (77-ე წუთი) ანგარიშზეა.