საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ალექსეი ნავალნიზე და მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ალექსეი ნავალნიზე და მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ალექსეი ნავალნიზე და მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს. ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონმა მოუწოდა პუტინს, რომ კეთილსინდისიერად და მდგრადი გზით იმოქმედოს უკრაინასთან დაძაბულობის შესამცირებლად, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრიდან ჯარისა და მძიმე შეიარაღების გაყვანის გზით.

თავის მხრივ, კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგის ყურადღება მიაპყრო იმ „პროვოკაციულ ქმედებებზე“, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთში ახორციელებს.

პუტინმა და მაკრონმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ თანამშრომლობა ნორმანდიის ფორმატში უკრაინაში არსებული ვითარების მოსაგვარებლად.

სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონმა დაჟინებით მოითხოვა, რომ საჭიროა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ფუნდამენტური უფლებების“ პატივისცემას.

ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული ცნობით, მთიან ყარაბაღზე საუბრისას, საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კონკრეტული წინსვლის მიღწევა სამხედრო ტყვეების, ჰუმანიტარული დახმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.