საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები რუსეთისგან ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვენ
საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები რუსეთისგან ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვენ

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები რუსეთისგან ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვენ. ამ საკითხზე ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა აღშფოთება გამოხატეს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

„მათ კვლავ განაცხადეს, რომ რუსეთს მოუწევს, სასწარაფოდ განმარტოს, თუ როგორ მოწამლეს ოპოზიციის ლიდერი „ნოვიჩოკით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ამ საკითხზე „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა. მაკრონის თქმით, მან ბორის ჯონსონთან ნავალნის მოწამვლის შემდეგ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. ექიმების თქმით, ოპოზიციონერი საუბარზე რეაგირებს.