საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ „დიუნკერკს“ შეხვდება #1TVSPORT
საფრანგეთის თასის 2024/25 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია.
ტურნირის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „დიუნკერკს“ ესტუმრება. შეხვედრა პირველ აპრილსაა დაგეგმილი.
ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილში ერთმანეთს „კაენი“ და „რეიმსი“ დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი 2 აპრილისაა ჩანიშნული.
მიმდინარე სეზონში საფრანგეთის თასის ფინალი 24 მაისს ჩატარდება.