საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „რეიმსი“ იქნება #1TVSPORT
საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „რეიმსი“ იქნება #1TVSPORT

საფრანგეთის თასის 2024/25 წლის სეზონის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „რეიმსი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში „კანი“ 2:1 დაამარცხა.

თავისი ნახევარფინალური მატჩი მანამდე „პარი სენ-ჟერმენმა“ „დიუნკერკთან“ გამართა და 4:2 გაიმარჯვა. აღნიშნული შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელმა ავადმყოფობის გამო გამოტოვა.

საფრანგეთის თასის ფინალი 24 მაისს შედგება. „პარი სენ-ჟერმენი“ ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. გასულ წელს ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში „ლიონი“ 2:1 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ და „რეიმსმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში ერთმანეთთან ორჯერ ითამაშეს და ორივე მატჩი 1:1 დასრულდა.