საფრანგეთის სპორტის მინისტრი „უეფა“-სგან გამოძიების დაწყებას ითხოვს
საფრანგეთის სპორტის მინისტრი „უეფა“-სგან გამოძიების დაწყებას ითხოვს

საფრანგეთის სპორტის მინისტრ როქსანა მარასინიანიუს მიაჩნია, რომ თურქეთის ნაკრები უნდა დაისაჯოს, რადგან თურქმა მოთამაშეებმა საფრანგეთის კარში გატანილი გოლი ანკარას ჯარების მიერ სირიელი ქურთების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მხარდასაჭერი სამხედრო მისალმებით აღნიშნეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას და პოლიციას მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების გამო, მაგრამ თურქმა ფეხბურთელებმა სამხედრო მისალმებით ყველაფერი გააფუჭეს. ასეთი მოქმედებები სპორტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მე ვთხოვ „უეფას“, გამოიძიონ ეს საქმე“, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ იგივე ფორმით თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთის კარში გატანილი გოლი იზეიმეს, როდესაც თურქმა ფეხბურთელებმა გოლი ანკარას ჯარების მიერ, სირიელი ქურთების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების მხარდასაჭერი სამხედრო მისალმებით აღნიშნეს. „უეფა“-ს რეგლამენტის თანახმად, სტადიონზე პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა ნიადაგზე შეურაცხმყოფელი მოქმედებები აკრძალულია. შესაძლოა, თურქეთის ნაკრებმა „უეფა“-სგან მკაცრი სანქციები მიიღოს.

დატოვე კომენტარი