საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში შაბათს გამართული დემონსტრაციის დროს 2 400-მდე აქტივისტი დააკავეს, დაშავდა 1 000 სამართალდამცველი

00:26, 19.10.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში შაბათს გამართული დემონსტრაციის დროს 2 400-მდე აქტივისტი დააკავეს.

მათივე ცნობით, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაახლოებით 1 000 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შვიდი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც დემონსტრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საფრანგეთში მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობებში არასათანადო მდგომარეობის გამო გამართული საპროტესტო აქციები გასულ თვეში პარიზში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით გავრცელების შემდეგ სულ უფრო ძალადობრივი გახდა. დაპირისპირების დროს ასობით ადამიანი დაშავდა.

მსგავსი