საფრანგეთის შს მინისტრი პარიზში დემონსტრაციაზე არეულობაში ულტრამემარჯვენეებს ადანაშაულებს
საფრანგეთის შს მინისტრი პარიზში დემონსტრაციაზე არეულობაში ულტრამემარჯვენეებს ადანაშაულებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფერ კასტანერი დემონსტრაციაზე მომხდარ არეულობაში ულტრამემარჯვენე აქტივისტებს ადანაშაულებს. კრისტოფერ კასტანერის განმარტებით, ელისეის მინდვრებზე მიმდინარე აქციაზე ასამდე ულტრამემარჯვენე აქტივისტი იმყოფება, რომლებმაც ტერიტორიაზე ბარიკადები აღმართეს. ამისთვის მათ ახლომდებარე ბარებში არსებული ავეჯი გამოიყენეს.

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბურ დემონსტრაციაში მონაწილეობას 23 ათასი ადამიანი იღებს. ცოტა ხნის წინ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაც მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ელისეის მინდვრებზე შეკრებილი დემონსტრანტები თანხმობის მოედანზე გადასვლას და აქციის იქ გაგრძელებას აპირებდნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი დემონსტრაციის გამართვა აკრძალულია. აქტივისტების შესაჩერებლად სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს.

საფრანგეთში მასშტაბური აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. „ყვითელი ჟილეტების“ სახელით ცნობილი აქტივისტები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ. 2018 წელს საფრანგეთში ბენზინის ფასი 15 პროცენტით, ხოლო დიზელის ღირებულება 23 პროცენტით გაიზარდა. საწვავზე ფასების მომატება იგეგმება პირველი იანვრიდანაც.