საფრანგეთის სასამართლომ ლიგა 1-ის სეზონის განახლებას მხარი არ დაუჭირა
საფრანგეთის სასამართლომ ლიგა 1-ის სეზონის განახლებას მხარი არ დაუჭირა

საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ – ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ უარყო „ლიონის“ აპელაცია 2019-20 წლების სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ. ასე რომ, საფრანგეთში სეზონი არ განახლდება.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა სეზონის ნაადრევად დასრულების შესახებ და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ნაბიჯი ნაჩქრევი იყო, რადგან გერმანიამ დაამტკიცა, რომ სეზონის განახლება შესაძლებელი ყოფილა. მალე იგივეს ესპანეთი, ინგლისი და იტალიაც გააკეთებენ.

გარდა ამისა, გააუქმდა სეზონის შედეგების მიხედვით, ლიგა 1-დან გავარდა. შესაბამისად, „ტულუზა“ და „ამიენი“ დარჩებიან უმაღლეს დიზიონში. იმის გამო, რომ ქვედა დივიზიონიდან „ლორიანი“ და „ლანსი“ დაწინაურდნენ, მომავალ სეზონში ლიგა 1-ში გუნდების რაოდენობა 22-მდე გაიზრდება.