ჟან-ნოელ ბარო  - ერთადერთი მიზანი, რომელიც გვაწუხებს, არის ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და, რადგან აშშ-მა გადაწყვიტა შუამავლის როლის აღება, ვაცნობებთ მათ ჩვენს „წითელ ხაზებს“ 
ჟან-ნოელ ბარო  - ერთადერთი მიზანი, რომელიც გვაწუხებს, არის ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და, რადგან აშშ-მა გადაწყვიტა შუამავლის როლის აღება, ვაცნობებთ მათ ჩვენს „წითელ ხაზებს“ 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე თავიანთი „წითელი ხაზები“ წარუდგინეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა Franceinfo-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ლონდონში დაგეგმილი მოლაპარაკებები უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი მოლოდინები და „წითელი ხაზები“.

„ჩვენი ერთადერთი მიზანი, რომელიც გვაწუხებს, არის ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, რადგან შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის აღება, ჩვენ ვაცნობებთ მათ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, რაზეც დათმობაზე არ წავალთ“, – განაცხადა ბარომ.