საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა, რომელსაც დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, თითქმის მთლიანად განადგურდა [ვიდეო]

01:05, 18.10.2026

საფრანგეთში ხანძარმა ლიმოჟის მერიის შენობა თითქმის მთლიანად გაანადგურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ცეცხლი შენობის სახურავზე გავრცელდა და ჩამოიშალა.

პრეფექტურის განცხადებით, შენობის ფასადის ორი მესამედი უკვე ჩამოშლილია და შენობა, ფაქტობრივად, განადგურებულია.

ადგილობრივმა პრეფექტმა, მორის ბარატმა განაცხადა, რომ შენობისთვის მიყენებული ზიანი კულტურული მემკვიდრეობისთვის კატასტროფაა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ნიღბიანმა დემონსტრანტებმა მერიის შენობის წინ პოლიციის ავტომობილი დაწვეს, შემდეგ კი შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს.

მერიის შენობა 1883 წელს გაიხსნა, მისი ნაწილი კი 1975 წელს ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.

მსგავსი