საფრანგეთის ქალაქ ჰავრში, ბანკის ფილიალში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა
საფრანგეთის ქალაქ ჰავრში, ბანკის ფილიალში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა

საფრანგეთის ქალაქ ჰავრის ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა.

ფრანგული გამოცემა „ფიგაროს“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ მამაკაცს სავარაუდოდ ხუთი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მძევლების აყვანა ქალაქის ცენტრში მოხდა, თავდამსხმელი კი მარტო მოქმედებს.

ბანკის ფილიალი პოლიციის განყოფილების მახლობლად მდებარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელის განეიტრალების მიზნით სამართალდამცველების რეიდია მოსალოდნელი. შემთხვევის ადგილზე ჰავრის პოლიციის ყველა განყოფილებაა მობილიზებული.

„ფრანს ბლუს“ ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე მოთხოვნა აქვს.