საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან და „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა სთხოვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან და „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა სთხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს კრიზისის დასასრულებლად პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან და „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა სთხოვა.

შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, მოახდინოს ვითარების ანალიზი, რათა სამომავლოდ, მსგავსი ვითარების შემთხვევაში, სამართალდამცავი სისტემა ადაპტირებული იყოს.

საწვავზე ფასების ზრდის გამო, საფრანგეთში მასობრივი აქციები 17 ნოემბრის შემდეგ იმართება. საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. საფრანგეთის პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა.