საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ნატო-ს გენმდივანი და გერმანიის კანცლერი არ ეთანხმებიან
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ნატო-ს გენმდივანი და გერმანიის კანცლერი არ ეთანხმებიან

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ ეთანხმებიან.

ანგელა მერკელის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა მკვეთრი განცხადება გააკეთა, რაც მის მოსაზრებას არ შეესაბამება.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი ძლიერია, აშშ, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა კი ერთად აძლიერებენ კოლექტიურ თავდაცვას და ზრდიან საკუთარი ძალების მზადყოფნას. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ი ევროპაში ყოფნას ზრდის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო-მ ალიანსის შიგნით კოორდინაცია სრულად დაკარგა, რასაც შესაძლოა, ტვინის სიკვდილი ეწოდოს.