საფრანგეთის პრეზიდენტი მთელ ევროპას საფეხბურთო სეზონის ნაადრევად დასრულებისკენ მოუწოდებს

10:42, 30.04.2020

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში, საფეხბურთო სეზონის გაგრძელების წინააღმდეგია – წერს გაზეთი „პარიზიენი“.

წყაროს ცნობით, საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსნები ევროპული ქვეყნების კოლეგებთან სეზონის ნაადრევად დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფილიპმა გამოაცხადა, რომ სექტემბრამდე ქვეყნის ტერიტორიაზე მსხვილი სპორტული ტურნირების ჩატარება აიკრძალა. აკრძალვა შეეხო საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატსაც. მანამდე იგივე ნაბიჯი ბელგიისა და ნიდერლანდების საფეხბურთო ფედერაციებმა გადადგეს.

მსგავსი