საფრანგეთის პრემიერი - პარიზთან ახლოს პოლიციელის მკვლელობა საფრანგეთის რესპუბლიკაზე თავდასხმა იყო
საფრანგეთის პრემიერი - პარიზთან ახლოს პოლიციელის მკვლელობა საფრანგეთის რესპუბლიკაზე თავდასხმა იყო

პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქში პოლიციელის მკვლელობა საფრანგეთის რესპუბლიკაზე თავდასხმა იყო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

შემთხვევა ქალაქ რამბუეიში ორი დღის წინ მოხდა. „როიტერის“ ცნობით, დანით შეიარაღებულმა, წარმოშობით ტუნისელმა მამაკაცმა პოლიციის თანამშრომელს, ორი შვილის დედას ყელის არეში ჭრილობები პოლიციის შენობაში მიაყენა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე მოკლა. ხელისუფლებას მკვლელობის მოტივი არ დაუსახელებია.

„კიდევ ერთხელ, რესპუბლიკას თავს დაესხნენ. კიდევ ერთხელ, საფრანგეთის სახელმწიფოს დაემუქრნენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამან ჩაიაროს“, – განაცხადა კასტექსმა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ანტიტერორისტული პროკურატურა აწარმოებს.