საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ 8 სექტემბერს ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის საკითხს დააყენებს
საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ 8 სექტემბერს ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის საკითხს დააყენებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ 8 სექტემბერს ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის საკითხს დააყენებს. მისი თქმით, უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში მთავრობა დაიშლება.

„მე ვთხოვე პრეზიდენტს და ის დათანხმდა – ორშაბათს, 8 სექტემბერს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს. კონსტიტუცია ძალიან მარტივია – არის კენჭისყრა, კენჭისყრის შედეგად თუ უმრავლესობა გყავთ, მაშინ მთავრობა დამტკიცებულია და თუ უმრავლესობა არ გყავთ, მთავრობა იშლება“, – განაცხადა ბაირუმ.

საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ნდობის ვოტუმი ფოკუსირებული იქნება იმაზე, ეთანხმებიან თუ არა კანონმდებლები საფრთხის სიმძიმეს და აირჩევენ თუ არა მისი გამოსწორების გზას.

„ჩვენ წინაშე დგას საფრთხე, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ არა ხვალ და ზეგ, არამედ ახლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია, რადგან სახელმწიფო ვალი მუდმივად იზრდება“, – განაცხადა ბაირუმ.