საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაში მძევლებს შორის, სავარაუდოდ, რამდენიმე ფრანგი ბავშვია
ღაზაში მძევლებს შორის, სავარაუდოდ, რამდენიმე ფრანგი ბავშვია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა.
„მე ვფიქრობ მსხვერპლზე ისრაელში და ჩვენს უგზო-უკვლოდ დაკარგულ თანამემამულეებზე, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. მათ შორის, რამდენიმე ბავშვი, სავარაუდოდ, გატაცებულია“, – განაცხადა ბორნმა.
ბორნმა აღნიშნა, რომ ამჟამად დადასტურებულია, რომ საფრანგეთის ათი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 18, მათ შორის ბავშვები, დაკარგული არიან.