საფრანგეთის პირველი ოლიმპიური ოქრო ფრენბურთში მამაკაცთა შორის [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადის ტურნირი ფრენბურთში დრამატული ფინალით დასრულდა. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ROC-ის (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) გუნდი და საფრანგეთი შეხვდნენ.
მატჩი მეტად საინტერესო სცენარით წარიმართა: საფრანგეთის ნაკრებმა საწყისი ორი სეტი მოიგო და ჩემპიონობას ერთი ნაბიჯიღა აღორებდა, თუმცა ROC-მა „გამოიღვიძა“, მომდევნო ორი სეტი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა და 2:2.
თითქოს, ფსიქოლოგიური უპირატესობა ფავორიტებისკენ იყო, მაგრამ ფრანგებმა კონცენტრირება მოახერხეს, მეხუთე სეტი 15:12 მოიგეს და ისტორიაში პირველად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.
https://www.youtube.com/watch?v=RYRq2aOiVjA
მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინამ ბრაზილია ხუთ სეტში 3:2 დაამარცხა.
https://youtu.be/GMHu7lSx1as