საფრანგეთის ნაკრებში ლაპორტი დააბრუნეს
საფრანგეთის ნაკრებში ლაპორტი დააბრუნეს

მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაასახელა შემადგენლობა ევრო 2020-ის უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის.

პირველად 2017 წლის შემდეგ, ეროვნულ გუნდში გამოიძახეს „მანჩესტერ სიტის“ მცველი ემერიკ ლაპორტი, რომელსაც ჯერ არც ერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული ფრანგების რიგებში.

სადებიუტო გამოძახება აქვს საფრანგეთის ნაკრებში „ლილის“ 21 წლის შემტევ ნახევარმცველს ჟონათან იკონეს.

მსოფლიოს ჩემპიონების 23-კაციანი სია:

მეკარეები – ალფონს არეოლა (პარი სენ-ჟერმენი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (ლილი);

მცველები – ლეო დუბუა (ლიონი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კლემან ლანგლე (ბარსელონა, ესპანეთი), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი), ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია);

ნახევარმცველები – ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), სტივენ ნ’ზონზი (გალათასარაი, თურქეთი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), კორენტენ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია), ჟონათან იკონე (ლილი);

ფორვარდები – ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ნაბილ ფეკირი (ბეტისი, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი).

საფრანგეთის ნაკრები 7 სექტემბერს ალბანეთთან ითამაშებს, 10 სექტემბერს – ანდორასთან. ორივე მატჩი „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება.

დატოვე კომენტარი