საფრანგეთის ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
საფრანგეთის ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გამოაცხადა ის ფეხბურთელები, რომლებიც გამოძახებულნი არიან ერთა ლიგის სექტემბერის მატჩებისთვის:

მეკარეები – უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი);

მცველები – ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემან ლანგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ფერლან მენდი (რეალი, ესპანეთი), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი).

ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა (რენი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), სტივენ ნზონზი (რენი), ადრიან რაბიო (იუვენტუსი, იტალია), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი);

ფორვარდები – უსემ აუარი (ლიონი), ვისამ ბენ-იედერი (მონაკო), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ჟონათან იკონე (ლილი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ).

საფრანგეთის ნაკრები 5 სექტემბერს შვედეთს შეხვდება, 8 სექტემბერს – ხორვატიას.