საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ბოლო ვაკანსია მარკუს ტურამმა შეავსო #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ბოლო ვაკანსია მარკუს ტურამმა შეავსო #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ბოლო ვაკანტური ადგილი „გლადბახის“ ფორვარდმა მარკუს ტურამმა დაიკავა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს 25 ფეხბურთელი ჰყავდა გამოცხადებული და 26-ე მოთამაშე ეროვნული ჩემპიონატების ბოლო სათამაშო უქმეების შემდეგ დაამატა. ტურამმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი და 10 გოლით გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა.

მარკუს ტურამი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონის ლილიან ტურამის ვაჟია. მას საფრანგეთის ნაკრებში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა 2022 წელს არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა.