საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი იოჰან ლეპენანი - ხვალ ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი იოჰან ლეპენანი - ხვალ ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით #1TVSPORT

ჟილინას სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან შეხვედრის შესახებ საფრანგეთის 21-წლამდელების გუნდის ფეხბურთელმა, „ლიონის“ ნახევარმცველმა, იოჰან ლეპენანმა ისაუბრა.

„პირადად არ ვიცნობ გიორგი მიქაუტაძეს, რადგან გიორგის მოსვლამდე იჯარით „ნანტში“ ვიყავი. მისი თამაში ტელევიზიით ვნახე და ასე შევიქმენი წარმოდგენა. ვიცი, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. საერთოდ, საფრანგეთის ლიგა 1-ში სამი ქართველი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს.

ხვალ საქართველოს ნაკრების სახით ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა“, – განაცხადა ლეპენანმა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2025-ის პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებმა პორტუგალიასთან 0:0 ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.