საფრანგეთის ნაკრების ექს-მცველი MMA-ის კარიერას იწყებს #1TVSPORT
PARIS, FRANCE - NOVEMBER 11: Patrice Evra of France looks on following the FIFA 2018 World Cup Qualifier between France and Sweden at Stade de France on November 11, 2016 in Saint-Denis near Paris, . (Photo by Jean Catuffe/Getty Images)
საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი პატრის ევრა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერას იწყებს.
43 წლის ექს-ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა PFL-ის პრომოუშენთან და მალე ჩაატარებს თავის სადებიუტო ორთაბრძოლას.
PFL-ის ინფორმაციით, ევრას ბრძოლა 23 მაისს გაიმართება. შეხვედრას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ფრანგის მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ პატრის ევრამ ფეხბურთელის კარიერა 2018 წელს დაასრულა.