საფრანგეთის მთავრობამ საწვავის ფასების ზრდაზე 6-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა
საფრანგეთის მთავრობამ საწვავის ფასების ზრდაზე 6-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა

საფრანგეთის მთავრობამ საწვავის ფასების ზრდაზე 6-თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა.

„ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ“ – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართვისას.

ედუარდ ფილიპის თქმით, ხელისუფლებამ ხალხის გაბრაზება გაიგო, თუმცა ქვეყანაში ძალადობა უნდა შეწყდეს.

საწვავზე ფასების სამთავრობო გეგმას საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი უკვე მესამე კვირაა აპროტესტებს. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, შეტაკებების შედეგად კი, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტი საწვავზე ფასების გაზრდას გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის მიზეზით ხსნიდა.