საფრანგეთის მთავრობა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრებს მოუწოდებს, საპროტესტო აქცია შაბათს არ გამართონ
საფრანგეთის მთავრობა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრებს მოუწოდებს, საპროტესტო აქცია შაბათს არ გამართონ

საფრანგეთის მთავრობა მოძრაობა „ ყვითელი ჟილეტების“ წევრებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გულისხმიერება და საპროტესტო აქცია შაბათს არ გამართონ.

„მათ გამოთქვეს უკმაყოფილება, რომელიც მთავრობამ შეისმინა და გაითვალისწინა. ახლა ჩვენ ვთხოვთ, გამოიჩინონ გულისხმიერება და და არ გამართონ აქცია“,- განაცხდა მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბენჟამინ გრივომ .

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ კიდეც ერთი აქცია 15 დეკემბერს არის დაგეგმილი. საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 ნოემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეები თავდაპირველად საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი, მთავრობას სხვადასხვა მოთხოვნები წაუყენეს, მათ შორის ხელფასებისა და პენსიის ზრდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნები დაკმაყოფილდება.