საფრანგეთის მეორე ოქრო [ვიდეო]

დასრულდა ტურნირი ბიატლონში მამაკაცებს შორის 12.5 კილომეტრ დისტანციაზე, რომლის გამარჯვებული ფრანგი სპორტსმენი მარტენ ფურკადი გახდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შესაბამისად შვედეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა, სებასტიან სამუელსონმა და ბენედიქტ დოლმა მოიპოვეს.

ფურკადისთვის ეს მესამე ოლიმპიური ოქროა. 2014 წელს, სოჭში გამართულ ოლიმპიადაზე, მან ბიატლონის ორივე დისციპლინაში იმარჯვა.

საფრანგეთისთვის კი წლევანდელ ოლიმპიადაზე ეს მეორე ოქროს მედალია.

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე