საფრანგეთის ლა მანშის გვირაბის ტერმინალში მიკროავტობუსის მატარებელთან შეჯახების შედეგად 19 ადამიანი დაშავდა

01:48, 16.10.2026

საფრანგეთის ლა მანშის გვირაბის ტერმინალში მიკროავტობუსი მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები, ვერტმფრენი და პოლიცია იმყოფება.

მედიის ცნობით, ორი დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

პა დე კალეს პრეფექტ აგატ კიურის თქმით, დაშავებულებს შორის არის მიკროავტობუსის მძღოლი. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის მიზეზების დასადგენად.

მისივე ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსს მასში მყოფი მძიმე სატვირთო ავტომობილების მძღოლები მატარებლის მიმართულებით გადაჰყავდა.

მსგავსი