საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის რისკი, სავარაუდოდ, არსებობს

12:56, 18.02.2020

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, კორონავირუსის პანდემიის რისკი, სავარაუდოდ, არსებობს. როგორც ოლივიე ვერანი აცხადებს, არსებობს საფრთხე, რომ „კოვიდ-19“ ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.

„ეს არის სამუშაო ვარაუდი და სავარაუდო რისკიც“, – განაცხადა ვერანმა რადიოსადგურ „ფრანს ინფოსთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა მდგრადია და მზადაა კორონავირუსთან გასამკლავებლად.

ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. გასულ კვირაში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი